Saturday 14 November 2009

აჭარული ხაჭაპური

Saturday 14 November 2009 0
მასალა:
  • ფქვილი - 100 გრამი
  • წყალი, რძე - 50 გრამი
  • საფუარი - 2 გრამი
  • ყველი - 35 გრამი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კარაქი - 20 გრამი
  • ხაჭო - 40 გრამი

მომზადება:

ცომი მზადდება 2 ჩაის ჭიქა სითხისაგან (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), რომელიც შემდეგ თბება (დაახლოებით 30 გრადუსამდე), მის შიგნით იხსნება საფუარი, ემატება კვერცხი, ფქვილი და იზილება მიღებული ცომი. სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მზადდება ყველის გულსართი. ამისათვის საჭიროა ახალი ყველი, ის იჭყლიტება, მასში ირევა კვერცხი, შესაძლებელია ასევე ახალი ხაჭოს არევაც. შემდეგ იჭრება ცომი, დაახლოებით 200 გრამი, ბრტყელდება 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მიეცემა ოდნავ მოგრძო ფორმა, ყველის გულსართი იდება ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ ყველის გულსართს ეფარება ნაპირები და ასეთნაირად მომზადებული იდება თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე ესმება კვერცხი და იდგმება აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში იხლება მთლიანი კვერცხი და კიდევ ჩერდება ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ ზემოდან იდება კარაქის ნაჭერი.

www.wikipedia.org

საკვები

ყოლიფერი ქვაზე რბილი coming soon...
 
მშია ◄Design by Pocket, BlogBulk Blogger Templates